თოვლის ბაბუს სახელები
სახელების კითხვა და აწყობა
პირველკლასელებს ძალიან უყვართ საკუთარი სახელების წერა, ისინი ხშირად შეცდომით, მაგრამ მაინც წერენ საკუთარ სახელებს ნახატებზე, რვეულებზე , წერილებზე, დაფაზე. სახელების ამოკითხვა და წერა ხელს უწყობს წიგნიერების საწყისი უნარების განვითარებას.
ახალი წელი ახლოვდება, თემატურად სახელების ასაწყობად თოვლის ბაბუების შაბლონი გამოვიყენე. მოსწავლეებმა ჯერ წრეებზე დაწერეს ასოები, შემდეგ კი თოვლის ბაბუები ააწყვეს. რამდენიმე მოსწავლეს ჩემი დახმარება დასჭირდა, რადგან არ იცოდნენ როგორ იწერებოდა, მათ სახელში შემავალი ზოგიერთი ასო-ბგერა. ნამუშევრები ძალიან ლამაზი გამოვიდა. ისინი საკლასო ოთახში გამოვფინეთ. ძალიან გაგვილამაზა გარემო და წინასაახალწლოდ განწყობაც აგვიმაღლა. ამ აქტივობის განსახორციელებლად, მხოლოდ ფერადი ფურცლები, წებო და მაკრატელია საჭირო.
ჩემს მოსწავლეებს არ ბეზრდებათ ერთმანეთის სახელების კითხვა, ყოველდღე ახლიდან და დღეში რამდენჯერმე კითხულობენ ერთმანეთის სახელებს, შემდეგ ფურცლებზე ან დაფაზე წერენ. შედეგად, საკუთარი ინტერესით ისწავლეს უცნობი ასო-ბგერები, ვარჯიშობენ სიტყვების ამოკითხვასა და წერაში. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო კომუნიკაციის განვითარებასაც, რადგან თანაკლასელების სახელების წერა და კითხვა კეთილგანწყობას იწვევს ერთმანეთის მიმართ. ხანდახან შედეგები მოლოდინს აჭარბებს, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი აქტივობაა.
მისი გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე დედიკოებს.
თოვლის ბაბუს შაბლონი შეგიძლიათ ამობეჭდოთ აქედან:
თოვლის ბაბუების შაბლონი
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
შემოდგომის ფოთლები
![]() |
Add caption |

![]() |
Add caption |


მოსწავლეები გაეცნენ პაბლო პიკასოს - კუბიზმი და ამ თემაზე შექმნეს ნამუშევრები
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
![]() |
Add caption |
No comments:
Post a Comment