პროექტები


პროექტი-"ცხოველთა სკოლა"

პროექტის ამსახველი ფოტომასალა:





პროექტი- "მეგობრები წიგნის თაროდან"

პროექტის გეგმა
1.       პროექტის დასახელება: „მეგობრები წიგნის თაროდან“

2.       პროექტში მონაწილეობენ: III  კლასის მოსწავლეები (26 )


3.        პროექტის აქტუალობა/რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის? –

            პროექტის აქტუალობა: ქართულ სკოლებში, სამწუხაროდ, წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია. ბავშვების ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ, ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულია წიგნთან. პროექტი „მეგობრები წიგნის თაროდან“ აქტუალურია, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც ბავშვები დაწყებით კლასებში იძენენ, კითხვის უნარია. ბავშვები ჯერ სწავლობენ კითხვას და შემდეგ კითხულობენ იმისთვის , რომ ისწავლონ. სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. სწავლების საწყის ეტაპზევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებას და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.. ამიტომ წიგნიერების დონის ამაღლებასა დაა წიგნის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწყებით საფეხურზე.
პროექტის მოკლე აღწერა: წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აღმოაჩენენ და გაიგებენ ყველაფერს წიგნის შესახებ, დაეუფლებიან კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას, გაუღვივდებათ კითხვის სიყვარული, გაამდიდრებენ საკლასო ბიბლიოთეკას ქართული და უცხოური ლიტერატურით,  კითხვა დაეხმარება მათ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. წაიკითხავენ მრავალფეროვან ლიტერატურას, გააკეთებენ პრეზენტაციას „ჩემი საყვარელი წიგნი“ მოსწავლეები გაეცნობიან და დაუმეგობრდებიან წიგნის პერსონაჟებს,  მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლისათვის სცენარის დაწერასა და დახვეწაში.  მოამზადებენ და წარმოადგენენ სპექტაკლს „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“. ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს. ჩამოუყალიბდებათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ნაწარმოებების პერსონაჟების მიმართ.





პროექტის მიზნებ:
·         წიგნიერების უნარის განვითარება;
·         წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება;
·         წაკითხული ტექსტის გააზრება;
·         მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ამოცნობა და მათი დახასიათება;
·         წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის უნარის განვითარება;
·         თეატრალური უნარების განვითარება.
·         პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
·          ღონისძიებაში მონაწილეობა-მოსწავლეები წარმოადგენენ  სპექტაკლს „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“;
·         კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
·         თანატოლებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება;

4.       პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი    10.11.16  დასასრული  6.04.2017

მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
·         მოსწავლეებს წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოურყალიბდებათ;
·         გაუღვივდებათ წიგნისადმი სიყვარული და ინტერესი;
·         შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგებასა და გააზრებას;
·         შეძლებენ პერსონაჟების დახასიათებასა და მათი თვისებებისა და ქმედებების  მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას;
·         ჩამოუყალიბდებათ პრეზენტაციის უნარები;
·         შეძლებენ წაკითხული წიგნებიდან სხვადასხვა ეპიზოდების ინსცენირებას;
·         გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, შემოქმედებითობისა და თანამშრომლობითი უნარები;
·         შეძლებენ კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენებას  საბავშვო ლიტერატურის წაკითხვისას;
  • შეძლებენ  მოვლენათა თანმიმდევრობის,ძირითადი იდეებისა და დამხმარე დეტალების   დაფიქსირებას, ლიტერატურულ თხზულებებში.
  • გააანალიზებენ პერსონაჟს და  გაავლებენ პარალელს საკუთარ თავთან ხასიათის, პრობლემების და სიუჟეტის სხვა ხაზების მიხედვით.
  • ტექსტზე დაყრდნობით  წინასწარ განსაზღვრავენნ მოსალოდნელ შედეგებს.
·         ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
·         შეძლონ პერსონაჟების ინსცენირებით, მათი საყვარელი გმირების შინაგანი და გარეგანი თვისებების, ხასიათის თავისებურებებისა და საკუთარი დაამოკიდებულების წარმოჩენა სპექტაკლში მონაწილეობით;

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.



ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტ და პრინციპი  ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და  პროცედურის   გამოყენების უნარ ნამუშევრის შექმნისას.  
ს.გ.III.4.   მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.III.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.       


შეფასება:
მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს, რომ შემოწმდეს წაკითხული ტექსტების  გააზრების უნარი.
კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე სწავლის გაუმჯობესების მიზნით, ვიყენებ შეფასების შემდეგ რუბრიკებს:
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;
პრეზენტაციის რუბრიკა;
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა;
თვითშეფასების რუბრიკა;
სპექტაკლში მონაწილეთა შეფასების რუბრიკა;
(შეფასების რუბრიკები იხილეთ ბოლო გვერდზე )

პროექტის მიმდინარეობა/ განხორციელებული აქტივობები:

          პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვესაუბრე წიგნიერების მნიშვნელობაზე:
     I.        ზოგადი შეკითხვის დასმა: რას ნიშნავს იყო წიგნიერი?

             მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარ მოსაზრებები შემდეგ კითხვებზე- რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? როგორ გვეხმარება წიგნების კითხვა სწავლაში? როგორი წიგნებია მათი ასაკის ბავშვებისთვის საინტერესო? შეუძლია თუ არა კომპიუტერს წიგნის ჩანაცვლება? რამდენად სწორად ვიყენებთ თავისუფალ დროს? შეუძლიათ თუ არა წიგნებს მეგობრობა? როგორ დავუმეგობრდეთ წიგნებს?
            კითხვებზე პასუხების მოსმენამ საშუალება მომცა გამერკვია, რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს წიგნის მიმართ, რა დროს უთმობენ წიგნების კითხვას, რა ჟანრის ლიტერატურის მიმართ გამოხატავენ ინტერესს. რამდენად სწორად იაზრებდნენ წიგნიერების მნიშვნელობასა და როლს.
            მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა არ კითხულობდა, ან მცირე დროს უთმობდა  კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას, მათ სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ წიგნიერების დონის ამაღლების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე.
            შევთანხმდით, რომ წიგნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ჩვენს ცხოვრებაში, წიგნებთან დამეგობრება კი მხოლოდ მათი კარგად გაცნობის შედეგად შეიძლება. რაშიც ტექსტის გაგება-გააზრება, პერსონაჟების გაცნობა, მათი თვისებების, სურვილებისა და მისწრაფებების ამოცნობა დაგვეხმარება.
    II.        ამის შემდეგ დავგეგმეთ: სადამრიგებლო საათზე ადაპტირებული, მცირე მოცულობის წიგნების წაკითხვა და მათი დამუშავება. დამრიგებლის საათზე ,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი  სერიიდან „საბავშვო კლასიკა“ წავიკითხეთ ადაპტირებული წიგნები: იოჰანა შპირის მიხედვით- „ჰაიდი“
ჯეკ ლონდონის მიხედვით -„თეთრი ეშვი“    და  ჯონატან სვიფტის მიხედვით- „გულივერის მოგზაურობა“ .
            იმისათვის, რომ მოსწავლეები ხალისით ჩართულიყვნენ კითხვის პროცესში, გადავწყვიტე ჯერ ერთად წაგვეკითხა რამდენიმე წიგნი, კითხვის პროცესში კი გამომეყენებინა -კითხვის ეფექტური მეთოდები:
მოსწავლეებს გავაცანი აქტივობა:

ü რას ვაკეთებ კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროს და კითხვის დასრულების შემდეგ?

წიგნის კითხვას ვიწყებთ მოცემული აქტივობის გამოყენებით.

აქტივობის აღწერა
1. დაფაზე ვხაზავ ცხრილს, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად , ხოლო   მაგიდაზეაწყობ  ამობრუნებულ ბარათებს, რომლებზეც ჩამოწერილია კითხვის მარტივი სტრატეგიები:
·         ვიხსენებრა ვიცი ან რა მსმენია იმ თემაზერომელსაც ტექსტი ეხება
·         (წინარე ცოდნის გააქტიურება);
·         ვაკვირდები ტექსტის სათაურსილუსტრაციებს და ვცდილობ გამოვიცნო ტექსტის შინაარსი (ვარაუდების გამოთქმა ტექსტის სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით);
·         ვცდილობ გავიხსენოხომ არ მსმენიაგადამხდენია ან წამიკითხავს მსგავსი რამ (წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან, სხვა  ტექსტთან დაკავშირება);
·         საკუთარი სიტყვებით ვყვები წაკითხულს (წაკითხულის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა);
·         ფანქრით მოვნიშნავ იმ ადგილებსრომლებიც ყველაზე მთავარია ტექსტში (მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა);
·         ფანქრით  მოვნიშნავ  იმ ადგილებსრომლებიც  კარგად ვერ გავიგე და უნდა დავაზუსტო;
·         ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ვცდილობ გამოვიცნორა მოხდება შემდეგ (ვარაუდების გამოთქმა);
·         როცა რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა ვერ ვიგებვეძებ ლექსიკონში
შესავსები ცხრილი
2, მოსწავლეებს თხოვ  დაფიქრდნენ, რას აკეთებენ ისინი კითხვის დაწყებამდე, როცა წინ უდევთ გადაშლილი წიგნი და აპირებენ  ტექსტის წაკითხვას, კითხვის დროს და ბოლოს, მოცემული ტექსტის წაკითხვის შემდეგ.
3. ამის შემდეგ მორიგეობით იძახებ დაფასთან მოსწავლეებს. მათ უნდა აირჩიონ ბარათი, ხმამაღლა წაიკითხონ რა წერია მასზე და ბარათი მაგნიტის საშუალებით მიამაგრონ დაფაზე, საჭირო სვეტში (იხ. შევსებული ცხრილის ნიმუში, სურათი ¹.....).
ბარათები
შევსებული ბარათები ა

            აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები დააჯგუფებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს და გააცნობიერებენ, რომ თითოეული სტრატეგია კითხვის სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. მათი გამოყენება კი ზრდის ტექსტის უკეთ გაგებისა და გააზრების ხარისხს.
           
ü გმირის დახასიათება.პერსონაჟის დახასიათება
            ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ტექსტის ანალიზის საფუძველზე პერსონაჟის დახასიათებას.გმირის რუკა“  ეფექტური მეთოდია თხრობითი ხასიათის ტექსტის გაგებისა და ანალიზისთვის. გმირის რუკის შედგენისას მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ავსებენ სქემის გრაფებს. ასახელებენ რომელიმე პერსონაჟს, მსჯელობენ თუ რას ფიქრობს, მოქმედებს, გრძნობს მოთხრობის გმირი, რა შედეგი მოჰყვება მის ქმედებას, გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს. მოსწავლეები დაახასიათებენ და შეაფასებენ გმირის საქციელს ტექსტის შინაარსზე დაყრდნობით.
ü    სიტყვის რუკა

     ეფექტური სტრატეგი კითხვის სწავლების პირველ ეტაპზე. ეს სტრატეგია ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წაკითხულის გაგება-გააზრებას და წერის უნარის განვითარებას. „სიტყვის რუკისსქემა შედგება 4 ნაწილისგან: თვითონ სიტყვის დასახელება, ამ სიტყვის განმარტება მოსწავლის მიერ, ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან და ნახატი.
                სიტყვის ვიზუალიზაცია თავისივე შესრულებული ნახატით მოსწავლეებს გაუადვილებს სიტყვის აღქმას.

               

ü ამბის რუკა
სიუჟეტის უკეთ გაგება-გააზრებაში მოსწავლეებს დაეხმარება „ამბის რუკა“ (თავიდან, შემდეგ, ბოლოს. სიუჟეტისა და კომპლიქტის ანალიზი)

              „ამბის რუკაკარგი საშუალებაა მოთხრობის ეფექტური აღქმისა და ანალიზისთვის. სქემის შევსება შეიძლება როგორც კითხვის პროცესში, ასევე ტექსტის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ. მოსწავლეები გამოყოფენ პერსონაჟებს, გარემოებებს, მოვლენათა თანმიმდევრობას. ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნებს ტექსტის კითხვის დროს და მიუთითებენ შესაბამის დასაბუთებას ტექსტში, მოახდენენ მოვლენათა თანმიმდევრობის განსაზღვრას და შეჯამებას.

       სწავლის პროცესში მიზანმიმართული, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეებს გაუადვილდებათ  სხვადასხვა ტიპის ტექსტების შინაარსის გაგება-გააზრება, ტექსტში ძირითადისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა, შესაბამისად კი განუვითარდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმისა და დამუშავების, ლოგიკურ მსჯელობის, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარი.
       

 III.    საკლასო ბიბლიოთეკის გამდიდრება.
          მეორე კლასში ჩვენ უკვე შევქმენით ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკის შემადგენლობაში  შედიიოდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დაახლოებით 50 წიგნი, სერიიდან  „წიგნი ყველა ბავშვს“.  მცირე მოცულობის ტექსტები, გასაგები ენით გადმოცემული სხვადასხვა ნაწარმოებები და ილუსტრაციებით მდიდარი პატარა წიგნები, კარგი მოტივატორი აღმოჩნდა პატარებისთვის. თუმცა მესამე კლასში კითხვისა და წიგნისადმი ინტერესის განელებასთან დაკავშირებით დავგეგმეთ პროექტი „მეგობრები წიგნის თაროდან“, რომლის ერთ-ერთ აქტივობას სწორედ  ახალი წიგნებით საკლასო ბიბლიოთეკის გამდიდრება წარმოადგენდა.
            მოსწავლეებმა და მშობლებმა სიამოვნებით მიიღეს ეს ინიციატივა, რადგან ჩათვალეს, რომ ეს ნამდვილად სასარგებლო პროცესი იქნებოდა, თუკი ყველა მოსწავლე მოიტანდა ახალ წიგნს ბიბლიოთეკისთვის, მათ უფრო მეტი რაოდენობის წიგნთან ექნებოდათ ხელმისაწვდომობა, საკლასო სივრცეში უფრო თავისუფლად  დაათვალიერებდნენ წიგნებს და აარჩევდნენ მათთვის საინტერესოს.
            მოსწავლეების ინტერესების, გემოვნებისა და შეხედულებების გათვალისწინებით შევადგინეთ საკლასო ბიბლიოთეკისათვის სასურველი წიგნების ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინებითაც ბავშვებმა შეავსეს და განაახლეს კლასის ბიბლიოთეკა,  წიგნის თაროები ისეთ სიმაღლეზე იყო განლაგებული, რომ მოსწავლეები თავისუფლად წვდებოდნენ წიგნებს,  ბავშვებს მივეცი დრო, რამდენიმე  დღის განმავლობაში მათ უნდა დაეთვალიერებინათ წიგნები, წიგნში მოცემული ილუსტრაციები, წაეკითხათ წიგნის ანოტაცია, ბოლოს კი შეერჩიათ მათთვის საინტერესო წიგნი წასაკითხათ.
            მოსწავლეებს დავურიგე ცხრილი, რომელიც უნდა შეევსოთ უკვე ნასწავლი სტრატეგიების გამოყენებით. მოსწავლეებს წიგნის კითხვისას ყრურადრება უნდა გაემახვილებინათ, დროსა და გარემოებაზე, პერსონაჟების თვისებებზე, სიუჟეტზე, წამოჭრილ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე. აღნიშნული ცხრილი მათ დაეხმარათ პრეზენტაციის მომზადებაში „ჩემი საყვარელი წიგნი“.
            მოსწავლეებს წიგნების წასაკითხათ მივეცი ერთი თვე, ცხრილში მოცემული იყო ასევე გრაფები , მოსწავლეებს უნდა ჩაენიშნათ,-კითვის თარიღი, კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო, რომელიც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მშობლის ხელმოწერით, მშობლის ჩართულობამ გაზარდა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა შესასრულებელი დავალების მიმართ, მე პერიოდულად ვამოწმებდი ცხრილებს, რათა თვალყური მედევნებინა რამდენად სწორად და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ სამუშაოს.
            მოსწავლეთა ცხრილების შემოწმებამ საშუალება მომცა გამეგო, ვინ დაასრულა წიგნის წაკითხვა და ვის კიდევ სჭირდებოდა დამატებითი დრო, ამის მიხედვით დავგეგმეთ პრეზენტაციების თარიღები.

 IV.        პრეზენტაცია  „ჩემი საყვარელი წიგნი“
პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს: თუ  რატომ აირჩიეს ეს წიგნი?  რამ იქონია გადამწყვეტი როლი წიგნის შერჩევისას? გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები? ვინ არიან წიგნის მთავარი პერსონაჟები?  რა დადებითი ან უარყოფითი თვისებები აქვთ მათ? რომელი პერსონაჟი მოეწონათ ყველაზე მეტად? თუ ხედავენ რაიმე მსგავსებას პერსონაჟსა და საკუთარ თვისებებს შორის?
რომელი ეპიზოდი იყო მათთვის ყველაზე საინტერესო? საშუალება რომ მიეცეთ წიგნის რომელი ეპიზოდისა და რომელი გმირის ინსცენირებას მოინდომებდნენ. მოსწავლეების მიზანი იყო მსმენელი დაეინტერესებინა თავისი საყვარელი წიგნით და  მის შესახებ რაც შეიძლება მიმზიდველი ინფორმაცია წარმოედგინა.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, რომელმა წიგნმა გამოიწვია მათში ინტერესი, რომელ წიგნს წაიკითხავდნენ და რატომ.
პრეზენტაციამ მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ თანაკლასელებისთვის წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები, მათი წიგნის კითხვის მიზანი გახდა უფრო მრავამნიშვნელოვანი, გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ისინი უფრო ინტერესითა და დაკვირვებით კითხულობდნენ წიგნებს, ხშირად მეუბნებოდნენ რომ ახლიდან წაიკითხეს რამდენიმე თავი, რადგან კარგად აღარ ახსოვდათ ის ფაქტები, რომელიც საჭირო იყო ცხრილის შესავსებათ, გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი წიგნების მიმართ, მე აღნიშნულმა აქტივობამ საშუალება მომცა შემეფასებინა, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენეს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები წიგნის კითხვისას, რამდენად შეძლეს მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება- ტექსტის გაგება-გააზრება, ანალიზი, პერსონაების დახასიათება, მთავარი და მეორეხარისხოვანი ფაქტების გამიჯვნა, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა.
   V.        სპექტაკლის სცენარზე მუშაობა
მოსწავლეებს წარვუდგინე სპექტაკლის სცენარი „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ , სცენარის გაცნობის შემდეგ, შევთავაზე სცენარის შევსება ან ჩანაცვლება იმ პერსონაჟებითა და ეპიზოდებით, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, მათ წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელი წიგნის პერსონაჟები უნდოდათ  რომ ყოფილიყვნენ, რომელ ეპიზოდს წარმოადგენდნენ, მათ მოიფიქრეს და დაწერეს,  როგორ მოიქცეოდა, რას ეტყოდა მათი პერსონაჟი ბიბლიოთეკაში ჩაკეტილ ბავშვებს, როგორ გააკვირვებდა, დაარწმუნებდა მათ, რომ  წიგნის კითხვას ნამდვილად შეუძლია მკითხველის საოცარ სამყაროში მოგზაურობა. თვალყურს ვადევნებ მათ ჯგუფურ მუშაობას, ვუსვამ შეკითხვებს, ვუწევ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში, ვაკეთებ მოკლე ჩანაწერებს მათი პროგრესის მონიტორინგისთვის.
ეს აქტივობა ხელს შეუწყობს, როგორც მოსწავლეთა წერითი უნარებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე მოსწავლეები თვითონ აღმოაჩენენ პასუხებს კითხვაზე, რატომ უნდა იკითხონ წიგნები, ისინი პრობლემას განსხვავებული კუთხით შეხედავენ, რაც მათ თვალსაწიერს და მაღალ სააზროვნო უნარებს განავითარებს, შეძლებენ აღნიშნულ საკითხზე აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას.


 VI.        აფიშის დამზადება
          მოსწავლეებმა დაამზადეს  აფიშა და მოსაწვევები , აფიშაზე უნდა წარმოედგინათ ბიბლიოთეკაში ჩაკეტილი ბავშვები, ასევე  აფიშაზე შეიძლებოდა მოხვედრილიყო თითოეულ ჯგუფის მიერ არჩეული ერთ-ერთი პერსონაჟი. მოსწავლეებმა აფიშაზე მიუთითეს სპექტაკლის ჩატარების ადგილი და დრო.

VII.        სპექტაკლის ინსცენირება
          ვიმუშავებთ როლებზე, მოსწავლეებს შევთავაზე თავად აერჩიათ, როგორ სურდათ,  რომ გამოიყურებოდეს მათი არჩეული გმირი, როგორ გამოეყენებინთ თავიანთი ხმა, ჟესტები და მიმიკები იმისათვის რომ შეექმნათ მათ მიერ არჩეული გმირის სახე. დავდგით კოსტიუმირებული  სპექტაკლი სკოლის სააქტო დარბაზში. სპექტაკლს ესწრებოდა სკოლის დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და თანატოლები. თანამედროვე საბავშვო მწერლები, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე.
            სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები, იმსჯელეს რამდენად კარგად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა, შეძლეს თუ არა წარმოეჩინათ თავიანთი თავი.
პროექტის შეჯამება- მოსწავლეები მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე:
·         რამდენად რთული იყო შესასრულებელი დავალება?
·         როგორ გრძნობდნენ მოცემულ როლში მსახიობები თავს?
·          სხვა მონაწილეების დაკვირვების შედეგები?
·          რა პრობლემები ჩანდა სპექტაკლში, რამდენად შეესაბამება ჩვენს რეალობას აღნიშნული პრობლემა?
·          როგორ შეგვიძლია ჩვენ  წვლილი შევიტანოთ მოცემული პრობლემების გადაჭრაში?
·         როგორ შეიცვლა წიგნისადმი დამოკიდებულება პროექტის ბოლოს?
·         ვინ არიან მათი მეგობრები წიგნის თაროდან?
სასწავლო თემისთვის საჭირო რესურსები:
®    კომპიუტერები;
®    ბეჭდვითი ლიტერატურა: იოჰანა შპირის მიხედვით- „ჰაიდი“
ჯეკ ლონდონის მიხედვით -„თეთრი ეშვი“    და  ჯონატან სვიფტის მიხედვით- „გულივერის მოგზაურობა“ .
ü ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელი წინდა“
ü ასტრიდ ლინდგრენი „სახურავის ბინადარი კარლსონი“
ü ჯანი როდარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“
ü ალექსეი ტოლსტოი „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი“
ü არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“
ü ჯეიმს მეთიუ ბარი „პიტერ პენი“
ü ტუვე იანსონი „კომეტა მუმინების ხეობაში“
ü გიორგი კეკელიძე „თომას ზღაპრები“
®    კოსტუმები და დეკორაციები სპექტაკლისთვის, მოსწავლეებს დაეხმარნენ მშობლები.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი


მაღალი
საშუალო
სუსტი
ჩართულობა

ჯგუფში ყველა წევრი ჩართულია
ჯგუფში ყველა წევრი  არ არის ჩართული და აქტიური
ჯგუფის  წევრები არ არიან ჩართული  და აქტიური
მოსმენა

ჯგუფში ყველა წევრი ერთმანეთს უსმენს
ჯგუფში  წევრები ერთმანეთს  ნაკლებად უსმენენ
მუშაობისას ჯგუფის წევრები ერთმანეთს არ უსმენენ
თანამშრომლობა

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
ჯგუფის წევრები ნაკლებად თანამშრომლობენ
ვერ თანამარომლობენ
პრეზენტაცია


ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეტებს დასკვნას.
წარმოადგენს მთავარ იდეას, მაგრამ არ არის საკმარისი დასკვნები გაკეთებული.
არ წარმოადგენს მთავარ იდეას, და არც საკმარისი დასკვნებია გაკეთებული.
დროის ლიმიტი


ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
მეტნაკლებად იცავენ დროის ლიმიტს
ვერ იცავენ დროის ლიმიტს


ინდივიდუალური შეფასება
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
 წაკითხულის გაგება-გააზრება
მოსწავლე  ყოველთვის  სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები
მოსწავლე  ძირითადათ სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, პასუხის დასამტკიცებლად  უჭირს დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა
მასწავლებლის დახმარების გარეშე უჭირს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
პერსონაჟის დახასიათება
ახასიათებს პერსონაჟს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. აკეთებს შეპირისპირებით დახასიათებას
ახერხებს პერსონაჟის მარტივ დახასიათებას.
ვერ ახერხებს პერსონაჟის თვისებების გამოყოფას.
ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება
ამოკრებს ტექსტიდან ყველა კონკრეტულ ინფორმაციას (სად, როდის რა გარემოში ხდება მოქმედება)
უჭირს ტექსტიდან კონკრეტული ინფორმაციის ამოკრება
ვერ ახერხებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრებას




ნაწარმოების სიუჟეტების გამოყოფა
გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის განვითარებას, დასკვნას)
ნაწილობრივ გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს(ასაველებს დაწყებას ან დასასრულს)
ვერ ახერხებს ნაწარმოების სიუჟეტის განვითარების საფეხურების დასახელებას.






თვითშეფასება

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
შემიძლია კითხვისას გამოვიყენო კითხვის სხვადასხვა სტრატეგიები, განვსაზღვრო კითხვის სხვადასხვა ეტაპზე რომელ სტრატეგიას გამოვიყენებ



შემიძლია „ამბის რუკის“ გამოყენება ნაწარმოების დასაწყისის, შუა ნაწილის და დასასრულის გამოსაყოფად.



შემიძლია პერსონაჟის რამდენიმე ნიშნის მიხედვით დახასიათება



შემიძლია პერსონაჟის ქცევის მოტივებზე საუბარი



შემიძლია ჩემი მოსაზრების დასამტკიცებლად მოვიყვანო არგუმენტი ტექსტიდან



შემიძლია ნაწარმოების სიუჟეტისა და პრობლემის ანალიზი





მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება


კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს და ადეკვატურად აღიქვას წაკითხული ტექსტი
მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად, ადეკვატურად პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ ფაქტობრივ და საანალიზო ყველა კითხვებს.
მოსწავლე კითხულობს დამოუკიდებლად, პასუხობს ტექსტის გარშემო დასმულ  ფაქტობრივ შეკითხვებს.
მოსწავლეს უჭირს ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
შეუძლია ვარაუდის გამოთქმა(რა მოხდება წაკითხული ნაწილის შემდეგ)
მოსწავლე გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს ტექსტის ყველა ნაწილის წაკითხვის შემდეგ. გამოთქმული ვარაუდები არის ადეკვატური.
მოსწავლე გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს ტექსტის ზოგი ნაწილის წაკითხვის შემდეგ. გამოთქმული ვარაუდები ზოგჯერ არ არის ადეკვატური და არ შეესაბამება ტექსტის შინაარსს.
მოსწავლე  იშვიათად გამოთქვამს ტექსტის გაგრძელების შესაძლო ვარაუდს.
ზოგ შემთხვევაში გამოთქმული ვარაუდი არ შეესაბამება წაკითხული ტექსტის შინაარსს.
შეუძლია ვარაუდის დასაბუთება (ვარაუდის დასასაბუთებლად იშველიებს ტექსტიდან რომელიმე ადგილს)
ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდს, დამაჯერებელი არგუმენტებით.
ასაბუთებს გამოთქმულ ვარაუდს, ზოგჯერ არგუმენტები არ არის დამაჯერებელი.
უჭირს არგუმენტების დასაბუტება.
შეუძლია ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილობებზე მსჯელობა.
მსჯელობს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ასაბუთებს არგუმენტირებულად , მოაქვს მაგალითები ტექსტიდან.
ზოგ შემთხვევაში საუბრობს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
უჭირს ტექსტიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობა.


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


დიახ
არა
ნაწილობრივ
პასუხობს თემას



ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)



საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას



იყენებს თვალსაჩინოებას



იცავს დროის ლიმიტს








სპექტაკლის მონაწილეების შეფასების რუბრიკა
I ჯგუფი-------------------------------------------
თარიღი-------------------------------


სპექტაკლში მონაწილეობის შეფასების რუბრიკა
შედეგები
დიახ
არა
ნაწილობრივ
შენიშვნა
ყველა სიტყვა მკაფიოდ იყო წარმოთქმული
დაისვა აქცენტი საკვანძო სიტყვებზე
განწყობა და გრძნობები ეფექტურად იყო გადმოცემული
ხმის სიძლიერე და ტონი ეფექტურად იყო გამოყენებული
შერჩეული მონაკვეთი აუდიტორიისა და მიზნის შესაბამისი ტემპით იყო წაკითხული
ამყარებდა თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან
ჟესტები შესაბამისად იყო გამოყენებული
შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება




































პროექტი- ”მსოფლიო კულტურა” 


მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქვეყნები, მათი კულტურა და ტრადიციები




















პროექტი - ”ლობიოს თავგადასავალი მინის ქილაში”

პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ რეალურად, თვალნათლივ  ენახათ, როგორ იზრდება ლობიოს თესლი ნიადაგში. მოსწავლეები გამჭვირვალე ქილაში ყოველდღიურად აკვირდებოდნენ  ლობიოს თესლის ზრდას,  და ავსებდნენ დაკვირვების დღიურებს. ეს პროექტი ბავშვებისთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი, ისინი გაეცნენ ლობიოს სასიცოცხლო ციკლს, განუვითთრდათ კვლევის, ექსპერიმენტების ჩატარების, დაკვირვების უნარ- ჩვევები.

ყველაფერი ერთი ლობიოს მარცვლით დაიწყო, რომელიც ქილაში აღმოჩნდა.







Add caption








მათ ლობიოსა და ხორბლის თესლი ასევე დათესეს კვერცხის ნაჭუჭებში. ყოველი კვირის შემდეგ, მოსწავლეები ნაჭუჭს ფრთხილად აცლიდნენ ნიადაგს და იკვლევდნენ რა ცვლილებები განიცადა თესლმა



Add caption

Add caption

Add caption
Add caption

Add caption

Add caption
Add caption





Add caption
Add caption



Add caption




Add caption



Add caption



Add caption

Add caption






















პროექტის ბოლოს მოსწავლეები გარდენიაში იმყოფებოდნენ, სადაც საკუთარი ხელით  გააფორმებულ ქოთნებში ჩარგეს ყვავილები და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია მცენარეებისახებ.


Add caption

Add caption


Add caption
























პროექტი- ”ელექტრონული სასწავლო რესურსები სასწავლო პროცესში”

 
Add caption
Add caption



Add caption



Add caption








Add caption





Add caption



Add caption




Add caption



Add caption




Add caption

Add caption






Add caption



Add caption





Add caption


Add caption



Add caption







პროექტი- ”ცხოველთა სკოლა”









Add caption





Add caption

Add caption















პროექტი- "უსაფრთხოება საკვებთან"

პროექტის გეგმა:

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ეკატერინა  სებისკვერაძე
რაიონი
ისანი-სამგორი
სკოლა
83-ე  საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
უსაფრთხოება საკვებთან
თემის შინაარსი
მოცემულ პროექტში მოსწავლეები იმსჯელებენ უსაფრთხო ქცევებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისა  და ჯანმრთელობისათვის.  ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ჩაატარებენ ცდას „რომელი საკვები ობდება ყველაზე სწრაფად“ , რის საფუძველზეც აცნობიერებენ, რომ  პროდუქტებს განსხვავებული შენახვის პირობები სჭირდება. მოაგროვებენ საკვების იარლიყებსა და კოლოფებს, მათზე დატანილი ინფორმაციის გასაცნობად და ისწავლიან მოცემული ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენებას. რამდენიმე მაღაზიაში, ჯიხურსა და სუპერმარკეტში გაეცნობიან და შეადარებენ პროდუქტების შენახვის პირობებს. მოსწავლეები აცნობიერებენ კვებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ქცევებს. აანალიზებენ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. პროექტის ბოლოს შეთხზავენ ლექსს- „დაიცავი უსაფრთხოება საკვებთან“.
საგანი
ბუნებისმეტყველება, ქართული ენა (ასახული სტანდარტებში, ამოცანებში, სასწავლო პროცედურებში)
დონე/კლასი  
კლასი  III
განხორციელების დროის ჩარჩო
5 კვირა, 45წთ-იანი გაკვეთილი,  კვირაში ორჯერ.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ქართ. III.12 მოსწავლეს  შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს (დასახელება, გამოყენების ვადა)  და საზღვრავს პროდუქტის ვარგისიანობას.
  • სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის ტექსტებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რა ქმნის საფრთხეს?
თემატური კითხვები
  • რა ვიცით უსაფრთხოების წესების შესახებ?

  • როგორ უნდა გამოვიჩინოთ უსაფრთხოება საკვებთან?
  • რა არის კვების ჰიგიენა?

შინაარსობრივი კითხვები
ü  რომელი პროდუქტი ფუჭდება ყველაზე სწრაფად?
ü  პროდუქტის ვადიანობა ნიშნავს, თუ არა მის ვარგისიანობას?
ü  რა ინფორმაცია უნდა წავიკითხოთ იარლიყებზე და როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










·    შეკითხვების დასმით მოსწავლეების საჭიროებების შეფასება;
·    ვ-მ-ვ ცხრილი;
შეკითხვების დასმა.

·    ვ-მ-ვ ცხრილი;
·    კვებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შესწავლა,  პლაკატების დამზადება,  ცდის ჩატარება და მონაცემების ცხრილში აღრიცხვა, იარლიყების  შეგროვება და შესწავლა.

ჯგუფური მუშაობის შეფასება;
ცდის შედეგად მიღებული ინფორმაციის ცხრილში შეტანის შეფასება;

·    პრეზენტაციის რუბრიკა;
შეკითხვების დასმა.
·    ანალიზი;
ვ-მ-ვ ცხრილი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დავუსვავ შეკითხვებს ჯგუფს, მოსწავლეების საჭიროებების და საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით. მოსწავლეები შეადგენენ ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილს, უსაფრთხოების შესახებ სწავლის პროცესის მართებულად წარმართვის მიზნით. პროექტზე მუშაობის შუალედურ ეტაპზე, დავუბრუნდებით ვ-მ-ვ ცხრილს არსებულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.   კვლევის რუბრიკა მოსწავლეებს ეხმარება მონაცემების შეგროვების, ანალიზის და კვლევის უნარ-ჩვევების მონიტორინგში. მოცემულ უნარ-ჩვევებს ჯგუფის წევრები პლაკატის დამზადების პროცესში გამოიყენებენ. 

სასწავლო ცხრილების პერიოდულად შემოწმება  დამეხმარება მოსწავლეების მიერ შესწავლილი საკითხების შემეცნების დონის და სირთულეების განსაზღვრაში, სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირების მიზნით.  მოსწავლეები პრეზენტაციების დაგეგმვის პროცესში გამოიყენებენ პრეზენტაციის საკითხების ჩამონათვალს, პრაქტიკული მუშაობის და მიღებული შედეგის თვითშეფასების მიზნით. მე ვაწარმოებ ინდივიდუალურ შეფასებას მოცემული ფორმების დახმარებით. პრეზენტაციის წარმოდგენა მოსწავლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შემაჯამებელ აქტივობას წარმოადგენს. პროექტზე მუშაობა დასრულდება ბროშურების შექმნით, რომელიც მოსწავლეების მიერ დაუფლებული ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას ემსახურება. მოსწავლეები უპასუხებენ საანალიზო შეკითხვებს სწავლის შედეგების უკეთესად გასაცნობიერებლად.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობის  საბაზისო უნარ-ჩვევები(პროგრამა ვორდის მოხმარება)
ჰიგიენისა და უსაფრთხოების  ელემენტარული წესების ცოდნა.

კვირა 1: პროექტის გაცნობა
შეკითხვების დასმის გზით განვსაზღვრავ მოსწავლეების საბაზისო ცოდნას საფრთხის შემცველი  სიტუაციებისა და გამოსავალის შესახებ. გავაცნობ  მოსწავლეებს ახალი ტერმინებსა და ცნებებს, რომელსაც პროექტზე მუშაობის ფარგლებში გამოვიყენებთ. განვიხილავთთ ზოგად შეკითხვას, რა ქმნის საფრთხეს?  შეკითხვებზე პასუხების საფუძველზე შევადგენთ ვ-მ-ვ ცხრილს მთელი ჯგუფისთვის და ვთხოვ მოსწავლეებს ჩაინიშნონ სამუშაო რვეულებში. განვიხილავთ და გავეცნობით, რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები  პოტენციურ საფთხეებსა და საფრთხიდან თავის დაღწევის შესახებ, რა არის საფრთხე? რა შეიძლება დაემართოთ მათ, ან მათ პატარა დედმამიშვილებს? როგორ შეიძლება საფრთხის თავიდან აშორება?კლასს დავყოფ მცირე ჯგუფებად,დავურიგებ თითოეულ ჯგუფს  ტესტებს ღია შეკითხვებით, მათ უნდა შეავსონ სვეტი „საფრთხე“  სვეტი „სიტუაციიდან“ გამომდინარე, ვთხოვ იმუშაონ  ერთად და შეავსონ ფურცლები 10 წუთში, შემდეგ გავაცნობ სვეტს“გამოსავალი“ -როგორ შევამციროთ ან თავიდან ავიცილოთ რისკი, შემდეგ კი განახორციელებენ უკუკავშირს  კლასთან.  იმსჯელებენ რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა მათგანმა, თუკი ვინმე აღმოჩნდება ზემოთ განხილულ სიტუაციაში. ვსვავ შეკითხვას რა იციან საკვებიდან მომდინარე საფრთხისა და  თავდაცვის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოვამზადებ დავალებებს შემდეგი კვირისთვის.
კვირა 2-3:  საკვებიდან მომდინარე საფრთხის  შესწავლა
მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციას ვადაგასული ან საკვებად გამოუსადეგარი საკვების მოხმარების შემთხვევების შესახებ, მოაგროვებენ პროდუქტის იარლიყებს, მაღაზიებში გადაუღებენ სურათებს პროდუქტებს,რაც ასახავს პროდუქტის შენახვის პირობებს, დავამუშავებთ აქტივობის რვეულს,რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კვების ჰიგიენის შესახებ, მოსწავლეები შექმნიან პლაკატებს კვების ჰიგიენის ოთხი წესის წარმოჩენის მიზნით. მოცემული სამუშაოები დაეხმარება მოსწავლეებს იმ ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხების განსაზღვრაში, რომელიც პროექტის დაწყებისას გავაცანი:
  • რა ქმნის საფრთხეს?
  • რა ვიცით უსაფრთხოების წესების შესახებ?
  • როგორ უნდა გამოვიჩინოთ უსაფრთხოება საკვებთან?
  • რა არის კვების ჰიგიენა?

კვირა 4-5 : ცდის ჩატარება, ეტიკეტების განხილვა, ბროშურის მომზადება
მოსწავლეები ჩაატარებენ ცდას „რომელი პროდუქტი ფუჭდება ყველაზე სწრაფად“ ჯგუფები აღრიცხავენ ცდიდან მიღებულ ინფორმაციას ცხრილებში.მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას რა არის „ცუდი ბაქტერიები “ ,  რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას საკვებში არსებულმა ბაქტერიებმა, რა იწვევს საკვებში ბაქტერიების გამრავლებას.მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ,რა ინფორმაციაა  ეტიკეტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული, ისინი შექმნიან საინფორმაციო  ბროშურებს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების როლში, რათა დაეხმარონ ბავშვებს გააკეთონ ჯანსაღი არჩევანი.
ჯგუფის წინაშე გავაკეთებ ბროშურის შექმნის დემონსტრირებას, მოპოვებული ინფორმაციის, სურათების, პლაკატების ლოზუნგების შეტანის გზით.  დავავალებ ჯგუფებს, მცირე ჯგუფებში იმუშაონ ბროშურებზე და იხელმძღვანელონ ბროშურის საკითხების ჩამონათვალით და რუბრიკით, სამუშაოს ორგანიზების, ხარისხის და თანამშრომლობითი მიდგომის უზრუნველსაყოფად.
მოსწავლეები მოამზადებენ  ბროშურებს,მოახდენენ ბროშურების პრეზენტაციას.
გავმართავთ დისკუსიას, პროექტების განხორციელების შედეგად მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ. დავუბრუნდებით შეკითხვებს:
  • რა ქმნის საფრთხეს?
  • რა ვიცით უსაფრთხოების წესების შესახებ?
  • როგორ უნდა გამოვიჩინოთ უსაფრთხოება საკვებთან?
  • რა არის კვების ჰიგიენა?
პროექტის დასასრულს, განვიხილავთ საწყის ეტაპზე შედგენილ ვ-მ-ვ ცხრილს.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
(გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა?)
·         დასჭირდება მშობლის დახმარება,  ეტიკეტებისთვის სურათების გადაღების დროს (მშობელმა შეურჩიოს შესაბამისი პროდუქტები,რომლის იარლიყსაც სურათს გადაუღებს )
·         ტესტში მოცემულ ღია შეკითხვებს უპასუხოს ზეპირად,წერის ნაცვლად;(რადგან უჭირს შესწავლილი ინფორმაციის წერით გადმოცემა)
·         მივაწოდოთ დამატებითი თვალსაჩინოებები;(მაგ,როგორ აბინძურებენ ბაქტერიები საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენის წესების დარღვევის შემთხვევაში.)(რადგან უჭირს ტექსტური ინფორმაციის აღქმა)


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
რუსულენოვანი რამდენიმე მოსწავლე
·         რამდენიმე რუსულენოვან მოსწავლეს,რომლებმაც სხვადასხვა დონეზე იციან მშობლიური ენა, ვამუშავებ ჯგუფურად,მივცემ რუსულენოვან მასალას და ვთხოვ დაამუშაონ მითითებების შესაბამისად, გააცნონ კლასს მიღებული ინფორმაცია,მიიღონ უკუკავშირი.


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
·         მივცემ დავალებას, იმუშაოს ბროშურის დიზაინზე;
·         ვთხოვ ჩაატაროს კვლევა, რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევს მომხმარებელი პროდუქტს შესყიდვისას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
„ბუნება (ილუსტრირებული ლექსიკონი“)-მაია ბლიაძე, ლია თევზაძე  გამოშვების თარიღი 2007
„საბავშვო ენციკლოპედია“-ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; გამოშვების თარიღი 2004
„მოსწავლის პირველი ენციკლოპედია-ადამიანის ორგანიზმი“ გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; გამოშვების თარიღი: 2008
ინვენტარი/მასალები
ფორმატები, მარკერები, ერთჯერადი ჭურჭელი, ფორმატის ფურცლები, სხვადასხვა პროდუტი,ხილი
ინტერნეტრესურსები
www.mypersonalhygiene.com/what-is-good-personal-hygiene-for-kids/ (ინფორმაცია პირადი ჰიგიენის შესახებ)
http://www.dreamstime.com/royalty-free-stock-photo-food-safety-guaranteeing-taking-easy-steps-image30377475  (კვების უსაფრთხოების პლაკატები)

http://en.wikipedia.org/wiki/Food_safety  (საინფორმაციო ტექსტი კვების უსაფრთხოების შესახებ)

სხვა რესურსები
ინტერვიუ სუპერმარკეტის მენეჯერთან




პროექტი-"უსაფრთხოება საკვებთან"



Add caption

Add caption


Add caption

Add caption






No comments:

Post a Comment