Saturday, 18 October 2014

ვ და ნ ასო-ბგერა

ვანის   ველზე ვენახი გვაქვს,
ვბარავთ, ვმორჩნით
ვწამლავთ, ვყელავთ,
ვერვინ გვჯობნის სწავლაში
 და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.
                
*******
ნამნაპკური ნანას ყანა
ტანს იმშვენებს თანდათანა,
ნიავს ნაზად მინდობილი
ისმენს ნარნარ იავნანას.
 


Thursday, 9 October 2014

დღეს ვისწავლეთ







აბა,  ჩემო ცუგრუმელა

გონიერი თუ ხარ,

მიპასუხე, რას  მოისხამს

ტანმაღალი მუხა?  (კო)

Wednesday, 8 October 2014

კლასში შესწავლილი ლექსები


მოცურდა ცაზე
ვეებერთერთელა მთვარე,
მშვენებდნენ ვარსკვლავები,
ვერცხლად მოელვარე.
 
ალიონზე ალისფერი ალი აგიზგიზდა.
 
ყველა თითი შევახვიე
სე, როგორც ის კონა,
რომელია შუა თითი?
გამოიცან, ჩემო ნონა!
 
ნძელა ვარ ერთი ციცქნა,
ნაზი, თეთრი ფერის.
ვჩქარობ ადრე გაღვიძებას,
მინდორ-ველი მელის.
 
ენძელებმა ენძელებით მორთულ მთაზე
გვერდით ია ჩაისახლეს, მხიბლავს მათი სილამაზე.
 
გულს იხარებს გაზაფხულის
 დარიანი დღე,
სხივებით რომ გვიალერსებს,
რა იქნება?  (ზე)
 
ოკოს აკრეფად წავიდნენ
თაკო, თეა და ანა.
ავსე კალათის დანახვამ
დედიკო გაახარა.