ამოცურდა ცაზე
ვეებერთერთელა მთვარე,
ამშვენებდნენ ვარსკვლავები,
ვერცხლად მოელვარე.
ალიონზე ალისფერი ალი აგიზგიზდა.
ყველა თითი შევახვიე
ისე, როგორც იის კონა,
რომელია შუა თითი?
გამოიცან, ჩემო ნონა!
ენძელა ვარ ერთი ციცქნა,
ნაზი, თეთრი ფერის.
ვჩქარობ ადრე
გაღვიძებას,
მინდორ-ველი მელის.
ენძელებმა ენძელებით მორთულ
მთაზე
გვერდით ია ჩაისახლეს,
მხიბლავს მათი სილამაზე.
გულს მიხარებს გაზაფხულის
დარიანი დღე,
სხივებით რომ გვიალერსებს,
რა იქნება? (მზე)
სოკოს საკრეფად წავიდნენ
თაკო, თეა და ანა.
სავსე კალათის დანახვამ
დედიკო გაახარა.
No comments:
Post a Comment